Saturday, June 6, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

     დღეს წარმოვადგინე სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები.დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა და მოვამზადე მასალა პრეზენტაციის-თვის.გამოვიყენეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი. განვიხილეთ ფასილიტაციის განსხვავებული მეთოდები და შევქმენი ფასილიტაციის ჩემი რესურსი. მოვამზადეთ შეფასების რუბრიკები...
      პროექტებით სწავლება ნამდვილად დადებით გავლენას იქონიებს სწავლის პროცესზე, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი  მეთოდი, რომლითაც,-როგორც გოგებაშვილი ამბობდა,-სწავლა  ხდება სასარგებლოც და სასიამოვნოც.ჩართულობა და მოტივაცია და მაღლდება, საპრეზენტაციო ჩვენება კი მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.
      საინტერესო იყო ჩემს ჯგუფთან მუშაობა. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობდით. კურსის დამთავრების შემდეგაც გავაგრძელებთ პროფესიულ კონტაქტს.აღსანიშნავია ტრენერის აქტიურობა და დაუღალავი შრომა...

Tuesday, June 2, 2015

ტრენინგის მერვე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა
თვალსაზრისით.

Saturday, May 16, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

     მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ შევაფასებ მოსწავლეთა პროგრესს, უზრუნველვყოფ მოსწავლეთა ჩართულობას შეფასების პროცესში... განვიხილეთ მოსწავლეთა  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,რომელიც მოვარგეთ ჩვენს პროექტებს. განვიხილეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი, სასწავლო პროექტის გეგმისა და შეფასების გეგმის ჩეკლისტი.
      ვისწავლეთ DRIVE-ში გამოქვეყნება,DRIVE-დან  ბლოგზე გადასვლა. ეს ტრენინგი ისევე, როგორც წინა ტრენინგები, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

   დღეს გადავხედეთ პროექტის გეგმას და განვსაზღვრეთ, რამდენად შეესაბამება სტანდარტის  ჩვენ მიერ შერჩეული საკითხები მაღალი დონის სააზროვნო უნარებს.  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამისათვის ვისწავლეთ ბევრი ახალი რამ,კერძოდ, ვნახეთ გაზეთის,წიგნის და სხვა ნიმუშები. 

Saturday, May 2, 2015

ჩემი პროექტის თემა:,,ორი შიო მღვიმელი"

ბავშვებს დავყოფ ჯგუფებად.ერთი ჯგუფი  მოიძიებს ინფორმაციას წმინდა შიო მღვიმელზე, მეორე ჯგუფი- მწერალ შიო მღვიმელზე,მესამე - დახატავს ილუსტრაციებს შიო მღვიმელის ნაწარმოებებზე და ა.შ.. ეს მამუშევრები შესრულდება თაბახის ფურცლებზე  და დავამზადებთ  საკლასო ჟურნალს  სათაურით ,,ორი შიო მღვიმელი". შემდეგ  იმავე თემაზე ბავშვები დაამზადებენ ხელნაკეთ წიგნებს. მუშაობის დასრულების შემდეგ შეიქმნება 2 პროდუქტი:ჟურნალი და ხელნაკეთი წიგნები. მოვახდენთ ნამუშევრების პრეზენტაციას.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ახალი ჩანაწერების გაკეთება,ახალი გვერდების შექმნა და შევქმენით კიდეც ახალი გვერდები;ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის  გაფორმება: ფონების,შრიფტის ფერისა და ფორმის შერჩევა, ინფორმაციის დამატება,რედაქტირება... ჩავიწერეთ ერთმანეთის ბლოგის მისამართები და ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები.

Sunday, April 26, 2015

პროექტის მეოთხე დღე

დღეს განვიხილეთ ერთმანეთის ბუკლეტები,გავიმეორეთ და ვისწავლეთ შეკითხვების სახეები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი. კითხვები მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს და ვიმსჯელეთ კითხვების შესახებ,ერთმანეთთან თანამშრომლობით შევასწორეთ ჩვენი კითხვები და ერთმანეთს გავუზიარეთ საინტერესო იდეები.სახელმძღვანელოში განვიხილეთ ბავშვების საჭიროებების დადგენის სქემები.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დღეს ვისწავლე ბლოგის შექმნა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე:ჩვენს პროექტს მივუსადაგეთ საგნის სტანდანდარტის მიმართულებები და ინდიკატორები, ასევე -
21-ე საუკუნის  უნარები; განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Friday, April 24, 2015

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება,ვნახეთ ბუკლეტების ნიმუშები;განვიხილეთ პორტფოლიოს საქაღალდეები,განვიხილეთ პროექტების ნიმუშები, მივუსადაგეთ 21 საუკუნის უნარებს, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პროექტზე, ვისწავლეთ ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა ...